15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ევროატლანტიკური ინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულება - ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში დაიწყო. სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილს ექნება შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბ-ბინაში.

მისი ვიზიტი ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია და კომისიის შეფასებას ელოდება. ილია დარჩიაშვილი შეხვდება ევროკომისრებსაც - ოლივერ ვარჰეის და ჟოზეფ ბორელს.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ შეხვედრების დროს ევროპულ კოლეგებს მიაწვდიან ინფორმაციას, რა ეტაპზეა 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი. 

"მნიშვნელოვანი ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დატვირთული იქნება შინაარსით. შეხვედრების ფარგლებში, ევროპულ კოლეგებს მივაწვდით ინფორმაციას თუ რა ეტაპზეა 12 პრიორიტეტის შესრულება. მაგრამ ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა და თუ ამ ანგარიშით ვიხელმძღვანელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს მთელი რიგი მიმართულებებით. რა თქმა უნდა, წლის ბოლოს, შეფასდება საქართველო ბევრი მიმართულებით," - აცხადებს ვახტანგ მახარობლიშვილი.

დღის ამბები