15 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი

ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით - ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი - -ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს.

"ინტენსიურად ვაკვირდებოდით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუ რა ხდებოდა უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი ქალები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, და, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირის ნაწილი, ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმა. საქართველოს მოქალაქეების ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით - ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე, თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ყოველთვის მარტივი არაა ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლებისა და ათწლეულების განმავლობაში რეფორმები. ეს გზა ვერ შემოკლდება განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ღირებულებების მხრივ. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ და ასვე შემდგომი პროცესის შესრულების მხრივ. "აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო საქართველოს მხარდაჭერა გაეროს რეზოლუციაზე და თქვენი მკაფიო პოზიცია უკრაინაში რუსული თავდასხმითი ომის მიმართ. ეს ძალიან დასაფასებელია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ. ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ. საქართველოს 2 რეგიონის აღიარება მოხდა, რომლებიც არიან დე ფაქტო რუსული კონტროლის ქვეშ. რუსული სამხედრო ქვედანაყოფები იქ იმყოფებიან. 10 ათასობით რუსი ჩამოვიდა საქართველოში უკრაინაში ომის შემდეგ. ის რომ თქვენ ამ ყველაფრის მიუხედავად ხართ უკრაინის მხარეს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო და რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში.," - განაცხადა ანალენა ბერბოკმა

 

 

 

 

 

დღის ამბები