სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტი, ნათია ბერიძე გამოიკითხა. ბერიძემ სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა.
საქმე კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც, ჟურნალისტის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრი მას ხელით შეეხო. გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.
"კითხვები იყო, ვიცნობდი თუ არა მანამდე ამ ადამიანს - დიმიტრი ჩიქოვანს, რა სახის თავდასხმა განხორციელდა. მუშტი დამარტყა კეფის არეში, მერე კისერში წამწვდა და ამ დროს მოხდა ხელის დაზიანებაც.
თათია სამხარაძეს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა პოსტი, სადაც ჩვენს ხელმძღვანელს ადანაშაულებდა შევიწროებაში. დიმიტრი ჩიქოვანი იყო შუამავალი პირი კეზერაშვილსა და სამხარაძეს შორის და მათ შორის შედგა ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრა და თანხის სანაცვლოდ დაუკვეთეს ეს პოსტი. როგორც კი მომივიდა ინფორმაცია, რომ მათ ისევ ჰქონდათ შეხვედრა, მივედი ადგილზე, ამ დროს მომივიდა სმს, რომ სავარაუდოდ ჩაკეტილ ჰყავდა ეს გოგო და თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ დამერეკა 112-ში", - განაცხადა ნათია ბერიძემ.
როგორც "პოსtv"- ის ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე აცხადებს, დიმიტრი ჩიქოვანმა ჟურნალისტ ნათია ბერიძეზე იძალადა, რის გამოც მან 112-ში დარეკა და ამის შესახებ განაცხადა.
"დიმიტრი ჩიქოვანმა განახორციელა ძალადობა პოსტ tv"-ის ჟურნალისტზე ნათია ბერიძეზე, რის გამოც დავრეკე 112-ში, დღე დამიკავშირდნენ წარმომადგენლები და ვიყავი დაკითხვაზე. ავხსენი სიტუაცია, რა ხდებოდა, როგორ იძალადა. თვითმხილველების გარდა ეს ძალადობა დასტურდება ვიდეო კადრებითაც", - განაცხადა ჟურნალისტმა გურანდა ბილიხოძემ.
ცნობისთვის, ძალადობის სავარაუდო ფაქტი კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლთან მოხდა. "პოსTV"-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს წევრი მას ხელით შეეხო. გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.
დიმიტრი ჩიქოვანის სახლში პოლიცია ჟურნალისტმა ღამით, მას შემდეგ გამოიძახა, რაც, როგორც თავად ჰყვება, შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია მიიღო. კეზერაშვილის ცოლის ძმა ამ დროს კონსპირაციულად, სამოქალაქო აქტივისტს, თათია სამხარაძეს ხვდებოდა, რომელიც "პოსtv"-ის გენერალური პროდიუსერის შალვა რამიშვილის საწინააღმდეგო კამპანიის ავტორია.
ადგილზე ჟურნალისტების გარდა, პოლიციაც მივიდა, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო. თავად სამხარაძე და ჩიქოვანი, მომხდარს პროვოკაციად აფასებენ.ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს წევრის დიმიტრი ჩიქოვანის სახელი, რამდენიმე კვირის წინ, უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებში ფიგურირებდა, როცა მას ქართული ოცნების დეპუტატი ლექტორის საწინააღმდეგო ქმედებისთვის, სტუდენტთან ფინანსურ გარიგებაში ადანაშაულებდა.