14 მაისი 2024,   09:55
ვრცლად
საფრანგეთში მოსახლეობა ფერმის მოსარწყავად წყლის რეზერვუარის განთავსებას ეწინააღმდეგება - დემონსტრანტებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსახლეობა, ამჯერად, ფერმის მოსარწყავად წყლის რეზერვუარის განთავსებას ეწინააღმდეგება. ათასობით ადამიანი პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდა, რაც სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტივის კოქტეილები ესროლეს, დაწვეს პოლიციის მანქანები. მათ წინააღმდეგ კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ადგილობრივების პროტესტი ქვეყანაში მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს მოყვა. საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.

დღის ამბები