16 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისშია

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისშია. ჯეიმს ო’ბრაიენი შეხვედრებს დღეიდან იწყებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. განხილვის თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იქნება.

ოპოზიცია მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატისგან კონკრეტულ გზავნილებს ელოდება და ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა კანონპროექტის უკან გაწვევა უნდა იყოს.

თავად ჯეიმს ო’ბრაიენმა საკუთარი პოზიცია თბილისში ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე, სოციალური ქსელში დააფიქსირა და განაცხადა, რომ შტატები გმობს "იმ ადამიანებზე ძალადობასა და დაშინებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ, საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტს“. ჯეიმს ობრაიენთან შინაარსობრივი დისკუსიისთვის ემზადება სახელისუფლებო გუნდი.

დღის ამბები