03 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
"არ მივიჩნევ, რომ ადამიანის უფლება უნდა შევზღუდოთ, მიიღოს პოლიტიკაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია" - "გირჩი" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა კომიტეტებში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას უნდა განახლდეს. ამავე დროს, პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით დასკვნას ეუთო/ოდირისგან ელოდება.

განხილვებში ჩართვისთვის მზად არის ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "გირჩიც," სადაც მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემა ქვეყანაში, უმჯობესი იქნება სხვა გზით მოგვარდეს. პარტიაში საკუთარი მოსაზრებები აქვთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებითაც.

"მე არ მივიჩნევ, რომ ადამიანის უფლება უნდა შევზღუდოთ მიიღოს პოლიტიკაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარი არის ან საკუთრებას ფლობს. ჩვენ გადამეტებული გავლენები, როგორც გვიწერია რეკომენდაციაში, სხვანაირად უნდა მოვაგვაროთ, ინსტიტუციების რეფორმით. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ოლიგარქიზაციის ნაწილში კანონით მოგვარდეს ეს პრობლემა. სასამართლო რეფორმაში ნაფიცი მსაჯულების გაფართოებას ვითხოვთ და ეს თემა ყველაზე კარგი გამოსავალია ამ პოლიტიკურ გარემოში," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობა.

დღის ამბები