27 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
ფრანგული რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა

ფრანგული რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიონის უკანახაზელს, უმაღლესი ჯილდო ფრანგულმა სარაგბო გამოცემა |მიდი ოლიმპიკმ" გადასცა.

ნინიაშვილს ჟურნალი კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს და ამის მაგალითად, უელსთან და იტალიასთან მისი თამაშები მოჰყავს. ფრანგულ კლუბში ქართველი მორაგბე ორი წლის წინ ჩაირიცხა. ლიონში, 20 წლის ნინიაშვილის ანგარიშზე 12 ჩატარებული მატჩი და 7 ლელოა.

“მიდი ოლიმპიკის” ოსკარის 70-ე საიუბილეო ცერემონია ლიონის სარაგბო სტადიონზე გაიმართა, სადაც ქართული რაგბის ფენომენზე არაერთმა გამომსვლელმა ისაუბრა. დავით ნინიაშვილი მეორე ქართველია, რომელსაც სარაგბო ოსკარი მიენიჭა.

2013 წელს ამავე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე გახდა.

 

დღის ამბები