20 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
სასამართლოში ექთნის, თეა ბეგიაშვილის საქმის განხილვა იწყება, რომელიც 2 წლის წინ, კოვიდით 20 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექთნის საქმის არსებითი განხილვა იწყება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საუბარია თეა ბეგიაშვილზე, რომელსაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ.

დღევანდელ სხდომას ბრალდებულიც დაესწრება. ის დანაშაულს არ აღიარებს.

საქმე ეხება დაახლოებით 2 წლის წინ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილ 20 წლის ფეხბურთელს, ვახტანგ ჩარკვიანს. მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალგაზარდის სიკვდილი ნარკოტიკის ზედმეტმა დოზამ გამოიწვია, რის გამოც მოგვიანებით კლინიკაში პაციენტის ისტორია გაყალბდა.

დღის ამბები