04 მაისი 2024,   23:50
ვრცლად
ენმ-ის ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩავერთვებით - ლევან ბეჟაშვილი

დილიდან პარლამენტში შეხვედრებს მართავენ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები. პირველი შეხვედრები უკვე შედგა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან, რეფორმების ჯგუფთან, გირჩთან და იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტთან.

მთავარი თემები იყო 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, დემოკრატიის განვითარება და საპარლამენტო მუშაობა.

"გამახვილდა იმ საკითხებზე ყურადღება, რომელიც მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პირველი, რომ დეპოლარიზაცია წარმოუდგენელია მოხდეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე.

12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, მივაწოდეთ ყველა ის კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას წარდგენილი აქვს და ამავდროულად, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ენმ-ის ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჩავერთვებით," - ამბობს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბეჟაშვილი.

ბოიკოტს "თემატურს" უწოდებს "რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"არცერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც არ ეხება 12 პუნქტს. ჩვენი გზავნილი არის, რომ ქართველ ხალხს ეს შესაძლებლობა არ დავაკარგვინოთ. ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტატუსი მივიღოთ, თუმცა უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება," - თქვა ვაშაძემ.

დღის განმავლობაში ევროპელი სტუმრები ოპოზიციის გარდა შეხვდებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც.

დღის ამბები