06 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკაში დღეს ისევ შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და მკაფიო გარანტიებს მოითხოვენ - როგორ მოხდება მათი დასაქმება კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად. კიდევ ერთი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ავალიანის გადადგომაა.

ადგილზე იყო მისული "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, თუმცა ექიმებმა შალვა ნათელაშვილს უთხრეს, რომ საკითხის პოლიტიზება მათ არ სურთ.

"ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ პარტიებს და ყოველგვარ პოლიტიკურ მოძრაობას. ეს არ არის პოლიტიკური პროტესტი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა ხელისუფლების მიმართ რომ შენარჩუნდეს აღნიშნული კლინიკის მუშაობა უწყვეტად.

ვითხოვთ - დავუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას. ვინაიდან მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, მოვითხოვთ გაათავისუფლოთ თანამდებობიდან. პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. საბოლოო დაზუსტების მიზნით ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, გიორგი დუნდუამ.

დღის ამბები