გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. " ქეიფი სოლოლაკში" ნოდარ მაჭარაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, სპექტაკლს რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დგამს. მოვლენები ასახავს საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდს, კერძოდ, ბოლშევიკების მიერ ე. წ. "შეთქმულების", კოტე აფხაზის და მისი თანამებრძოლების დახვრეტის ამბავს. პიესაში აღწერილია "შეთქმულთა" ბოლო დღე და კოტე აფხაზის ბოლო სურვილი.