26 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 63 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 63 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მას დღესვე მოინახულებს ადვოკატი. მოგვიანებით, მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ დაზარალებული მოზარდი გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და დამნაშავე და მსხვერპლი მეზობლები არიან.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები