რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს - როგორც უცხოური მედია წერს, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსულ "ვაგნერზე" სტატიის დასაწერად ეკატერინბურგში ჩავიდა. 30 მარტის ღამეს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ევან გერშკოვიცი კონტაქტზე 9 საათი არ გამოდიოდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამერიკელი კორესპონდენტი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. რუსულ "ეფ-ეს-ბე-ში" აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ. აღნიშნულია, რომ გერშკოვიჩი "ერთ-ერთ რუსულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე მასალების შეგროვებით იყო დაკავებული".