სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს გიორგი სარაჯიშვილის საქმეს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა გოგი წულაიას.
მანამდე კი, კიდევ ერთ საქმეზე 3 000 ლარით დაჯარიმდა თამარ გიორგაძე. გიორგაძემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლოებში, ამ ეტაპზე, 100-მდე საქმე განიხილება.