18 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
რაც დღეს არის, ამ სახით მისი შენარჩუნება სწორი არ იქნება, ამორტიზებულია და  სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვერ ასრულებს - თენგიზ ცერცვაძე რესპუბლიკურზე

მე რამდენადაც ვიცი არსებობს დასკვნა, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროპული სტანდარტების საავადმყოფო მივიღოთ სჯობს აშენდეს ახალი შენობა - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, არც ერთი პერსონალი, რომელიც მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, არ დარჩება დაზარალებული.

"რაც დღეს არის, ამ სახით მისი შენარჩუნება სწორი არ იქნება. ვინაიდან ის ამორტიზებულია და ფაქტობრივად უკვე ორი ათეული წელზე მეტია, ის ამ ქართული სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვერანაირად ვერ ასრულებს. კი, იქ არის გარკვეული მაღალი დონის კლინიკები, მაგრამ ის რესურსი და ის ფართობი რაც იქ უნდა იყოს, გამოყენებულია სულ 10%.

მე რამდენადაც ვიცი, არსებობს დასკვნა, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროპული სტანდარტების საავადმყოფო მივიღოთ, სჯობს, აშენდეს ახალი შენობა. გამოვიდა პრემიერი, გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი  და განაცხადეს ცალსახად, რომ პოლიტიკური ნებაა, რომ გაკეთდეს ახალი საავადმყოფო- ამ დროს რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ ყველა სამედიცინო პერსონალის, თითოეული ერთეული, არავინ არ დაზარალდება,"-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები