02 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
უკრაინაში მძიმე ბრძოლები ისევ მიმდინარეობს - ღამით საჰაერო განგაშის ხმა კიევსა და რამდენიე ოლქში ისმოდა

უკრაინაში მძიმე ბრძოლები ისევ მიმდინარეობს - ღამით საჰაერო განგაშის ხმა კიევსა და რამდენიე ოლქში ისმოდა.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები დაბომბეს. დაფიქსირდა მინიმუმ 6 სარაკეტო დარტყმა. დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დაიბომბა სუმის ოლქის 3 დასახლებაც, დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას - გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. პაკეტი ჯავშანმანქანებთან ერთად სხვა სამხედრო მანქანებს და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.

დღის ამბები