ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს, მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და დონალდ ტრამპი იქნება პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც გაასამართლებენ.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის, ტრამპთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ, თანხის გადახდას. თავად ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.