28 აგვისტო 2026,   02:03
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. უკვე ორი კვირაა მედიკოსები უცვლელ მოთხოვნებს აყენებენ. მათ კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობის გაგრძელება და მოქმედი დირექტორის გადაყენება სურთ.

ექიმები, პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციას ითხოვდნენ. პირველი აუდიენცია უკვე შედგა, თუმცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულება პროტესტის დასრულებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ წუთებში რესპუბლიკურში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება.

"ჩვენ ვინც აქ ვართ ყველას გვაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, რომ ჩვენ ვიმუშაოთ. ჩვენ არავინ არ ვართ განიტოტებიან წინააღმდეგი, მშენებლობის, ყველა გვინდა მაღალი დონის კლინიკაში მუშაობა, ყველას გვინდა საერთაშორისო სტანდარტების მქონე კლინიკა, მაგრამ პარალელურად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში მოხდეს", - განაცხადა თამარ შარაშენიძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის მალხაზ გოგუას განცხადებით, სამინისტროს რიტორიკა შერბილებულია ადა ამბობენ, რომ ელოდებიან ექსპერტიზის პასუხებს, თუმცა უცნაურია რატომ საუბრობდნენ კატეგორიულად შენობის დანგრევაზე თუ ექსპერტიზის პასუხები მზად არ იყო.

"ჩვენი მოთხოვნები, რჩება უცვლელი. ორჯერ გვქონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან, გარკვეულად შერბილებულია პოზიციები, მინისტრი დღეს უკვე ლაპარაკობს ექსპერტიზის დასკვნაზე, თუმცა უცნაურია, თუ ეს დასკვნები არ ჰქონდათ, რის საფუძველზე ამბობდნენ კატეგორიულად, რომ უნდა დაენგრიათ შენობა", - განაცხადა მალხაზ გოგუამ.

დღის ამბები