ვაკის პარკის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დაგეგმილია როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ასევე შადრევნის პროექტის ავტორის გამოკითხვა. ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი არალოგიკურად მიიჩნევს "გრინსერვის+"-ის დირექტორის მიმართ წაყენებულ ბრალს, მაშინ, როდესაც შადრევნის რეაბილიტაციის ავტორის, გიორგი მაჭავარიანის პასუხისმგებლობა არცერთ ნაწილში არაა გამოკვეთილი.
"პროექტის ავტორი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და შემსრულებელი კომპანიის დირექტორს სთხოვენ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული პროექტში. ეს არის ძალიან დიდი არალოგიკური ბრალდება. კონკრეტულად ამ პროცესზე თუ რამე ახალი გარემოება არ გამოვლინდა, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით წინასწარ დაგეგმილი არ გვაქვს. ყველა ის ბრალდება, რაშიც ეს ადამიანია ბრალდებული, არის მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებზე დაფუძნებული," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.