28 აგვისტო 2026,   06:51
ვრცლად
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მატჩი სასტარტო ხუთეულში სეზონში მეექვსედ დაიწყო

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მატჩი სასტარტო ხუთეულში სეზონში მეექვსედ დაიწყო, რეგულარული სეზონის ბოლოსწინა შეხვედრაში სან-ანტონიომ მინესოტას უმასპინძლა და 20-ქულიანი სხვაობით 131:151 დამარცხდა. ჯამში ქართველმა ფორვარდმა 25 წუთი გაატარა მოედანზე რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ამრიგად, სან ანტონიოს ლიგაში უარყოფითი ბალანსი აქვს და დასავლეთ დივიზიონში ბოლო პოზიციაზეა. 9 აპრილს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში, სან-ანტონიო დალასს ესტუმრება და ამით ქართველი კალათბურთელი წლევანდელ სეზონს დაასრულებს.

დღის ამბები