15 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაწერილი ღონისძიებები "ქურდული სამყაროს" და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერების, ასევე, კიბერ დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობაა.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, გეგმაში გათვალისწინებულია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით პარლამენტში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის წინადადებები.

დღის ამბები