14 ივნისი 2026,   13:31
ვრცლად
კონგოში, ებოლას ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 710-მდე გაიზარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 710-მდე გაიზარდა, მათ შორის, 149 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს რიცხვი წარმოადგენს დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობას პარასკევის მდგომარეობით.

სიტუაციური ანგარიშის თანახმად, წინა 24 საათის განმავლობაში 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

დღის ამბები