რაჭის ტურისტული პოტენციალი და საინფორმაციო ტური - ისტორიული ძეგლები, ახალი ინფრასტრუქტურა, სერვისები, გასტრონომია, მეღვინეობის კულტურა და ფოლკლორი - ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები 3 დღის განმავლობაში ონსა და ამბროლაურს ესტუმრებიან.
საინფორმაციო ტურის მიზანი შიდა ტურიზმის წახალისება, რაჭის, როგორც უნიკალური კულტურული, სათავგადასავლო, ეკო და გასტროტურიზმის მიმართულების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობაა.