სამხედრო პოლიციის ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა.
საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებმა პირადი დაცვის, კონვოირების, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების, კორდონის, ჩხრეკის, პატრულირების და სხვა სამხედრო საპოლიციო სავარჯიშოები შეასრულეს. ორკვირიანი სწავლება ნატოს სამხედრო პოლიციის ბატალიონთან სრულფასოვანი წევრის სტატუსის მოპოვებას ისახავდა მიზნად.