უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დავით ქუჩუკიანს და მიხეილ მაზანაშვილს დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. მათ მშობლიურ სოფლებში ბებნისსა და ზერტში ამ დროისთვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ისინი უკრაინაში ბახმუტთან, საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლნენ. დაღუპულთა ცხედრები სამშობლოში გასულ კვირას ჩამოასვენეს.
"არ მოველოდი ამას, მაგრამ რა ვქნა. ყველაფერი ხდება, როგორც წესია, სამხედრო პატივით მოხდება, ქართული ქრისტიანული წესით დავასაფლავებთ," - აცხადებს უკრაინაში დაღუპული მიხეილ მაზანაშვილის მამა ვასილ მაზანაშვილი.