20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
ველოდებით დადასტურებას, რათა დავტოვოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი და დავიწყოთ ევაკუაცია - ავიაკომპანია "ჯეო სქაის" ხელმძღვანელი

"კურიერთან" სატელეფონო საუბარში კომპანია "ჯეო სქაის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუდმივ კონტაქტზე არიან და ყველაფერს აკეთებენ სუდანში დარჩენილი საქართველოს 33 მოქალაქის გამოსაყვანად.
მოქალაქეებს საკვებისა და წყლის რამდენიმე დღის მარაგი აქვთ. მათ დამსაქმებელ კომპანიებში ამბობენ, რომ გენერატორებისთვის საწვავის გარკვეული რაოდენობა მიწოდებული აქვთ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ხართუმში ბოლო რამდენიმე დღეა, ელექტროენერგია არ აქვთ.

"ბოლო ინფორმაცია რაც მაქვს, სროლა შეწყვეტილია, შეტაკებები აღარ არის. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა ევაკუაცია დაიწყეს. ჩვენ საგარეოსთან მუდმივ კავშირში ვართ, ველოდებით დადასტურებას, რათა დავტოვოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი და დავიწყოთ ევაკუაციის პროცედურები", - განაცხადა შალვა კიკნაძემ.

სწრაფი მხარდაჭერის ძალების ხმეთაურის მოჰამედ ჰამდან დაგალოს განცხადებით, ისინი მიესალმებიან ყველა საერთაშორისო ინიციატივას, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა ომის ტკივილს აარიდონ.

"სწრაფი რეაგირების ძალები მხარს უჭერს გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებებს, რაც ომის კანონთან, მშვიდობიანი მოსახლეობისა და უცხოელების სიცოცხლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და მივესალმებით ყველა საერთაშორისო ინიციატივას, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა ომის ტკივილს აარიდოს. ჩვენ ერთგული ვართ ცეცხლის შეწყვეტის, რათა სუდანელები გამოვიდნენ სამედიცინო დახმარების მისაღებად. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შესაწყვეტად სუდანელი ხალხისთვის. არმიის მეთაური, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი იყო ის, ვინც სამჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც მოწმობს საერთაშორისო საზოგადოება. მე წამოვიწყე ცეცხლის შეწყვეტა, მან კი უარყო. ჯართან პრობლემა არ მაქვს. ჩვენ მხოლოდ ბურჰანის და მისი დაჯგუფების ჩაბარება გვინდა", - აცხადებს მოჰამედ ჰამდან დაგალო.

დღის ამბები