29 აგვისტო 2026,   10:38
ვრცლად
"ნაპოლიმ" "იუვენტუსი" დაამარცხა - ჩემპიონობის მოსაპოვებლად, ნეაპოლიტანურმა კლუბმა ორი გამარჯვება უნდა მოიპოვოს

ტურინში, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, ადგილობრივი "იუვენტუსი" სერია A-ს ლიდერს, "ნაპოლის" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი, 93-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა.

ტრადიციულად, "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 86-ე წუთი გაატარა, კვარაცხელია მატჩის მიწურულს რასპადორიმ შეცვალა.

31-ი ტურის შემდეგ, "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 78-ი ქულით, პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე-მესამე ადგილებს კი, "ლაციო" და "იუვენტუსი" ინაწილებენ. ჩემპიონობის მოსაპოვებლად ნეაპოლიტანურმა კლუბმა, დარჩენილ შვიდ ტურში, ორი გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

დღის ამბები