15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
საქპატენტის თავმჯდომარე უწყებაში განხორციელებულ რეორგანიზაციის მიზეზებს განმარტავს- სოსო გიორგაძის განცხადებით, საქპატენტში ყოველი მე-3 პირი მაღალ მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა, რაც უწყების ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს უშლიდა

საქპატენტის თავმჯდომარე უწყებაში განხორციელებულ რეორგანიზაციის მიზეზებს განმარტავს. სოსო გიორგაძის განცხადებით, საქპატენტში ყოველი მე-3 პირი მაღალ მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა რაც უწყების ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს უშლიდა.

მისივე თქმით, ცვლილება სხვა რგოლებს არ შეხებია, მენეჯერებს კი სხვა პოციზიებზე დასაქმება შეთავაზეს.

"თანამშრომლების დიდი ნაწილი, რომელსაც ეხებოდა რეორგანიზაცია, თუ არსებობდა უფრო დაბალი შტატი, ჩვენ მას აუცილებლად ვთავაზობდით დაბალ პოზიციაზე გადასვლას. ყველა ეს გადაწყვეტილება იყო დაფუძნებული იმ ფუნქციურ ანალიზზე, რომელიც 2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ გააკეთა და რაც მთავარია დაფუძნებული იყო აუცილებელ საჭიროებებზე რაც გააჩნდათ საქპატენტს.

შეუძლებელია, რომ ნორმალურად იმუშაოს ბიუროკრატიულმა უწყებამ, რომელშიც დასაქმებულთა 30%, ყოველი მესამე ადამიანი არის თანამდებობის პირი. ასეთი მაღალი რაოდენობის მენეჯერული პოზიციები ხელს უშლიდა და შეუშლიდა ეფექტიან ფუნქციონირებას. გამომდინარე აქედან ეს გადაწყვეტილება იყო მხოლოდ მენეჯერული პოზიციების შეცვლის და არც ერთი ცვლილება რა შეხებია დაბალ პოზიცია მყოფ თანამშრომელს,"-აცხადებს  სოსო გიორგაძე.

დღის ამბები