15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არის სამართლებრივად და პოლიტიკურად კულტურული სახელმწიფოს არჩევანი - ამ არჩევანს უკვე წლებია მიჰყვება ქართული საზოგადოება-თამთა მეგრელიშვილი

ყველა კვლევამ, რომელიც არჩევნებამდე ჩატარდა, პრინციპში, შინაარსობრივად აზრი დაკარგა, რადგან არჩევნები არის ვარაუდის ნაცვლად პირდაპირ გამოხატული ნება, რომელიც გეუბნება პოლიტიკურ "კის" ან - "არას", - ამის შესახებ გადაცემა "პოლიტიკურ პოსტში" "ხალხის ძალის" წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილმა ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არის სამართლებრივად და პოლიტიკურად კულტურული სახელმწიფოს არჩევანი, რომელსაც უკვე წლებია მიჰყვება ქართული საზოგადოება.

"ეს არჩევნები კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმაა, რომ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას წარმომადგენლების მეშვეობით, ამ შემთხვევაში, არჩევნების გზით ახორციელებს.

არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, ან დატოვება არის სამართლებრივად და პოლიტიკურად კულტურული სახელმწიფოს არჩევანი. ამ არჩევანს უკვე წლებია მიჰყვება ქართული საზოგადოება.

ეს შუალედური არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახალი, ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ეს იყო დიდი გამოწვევა, რომელიც სახელმწიფომ მთელი პასუხისმგებლობით შეასრულა. ამ არჩევნებს 12 საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 წარმომადგენელი. შესაბამისად, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს არჩევნები შედგა და კიდევ ერთხელ, პოლიტიკური თავის ტკივილი გაუჩნდა „ნაცმოძრაობას“ და ოპოზიციურ სპექტრს ამ არჩევნების შედეგების სახით," - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

დღის ამბები