15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რჩება ძალაში, არანაირ ცვლილებას არ ველოდები-ჯეიმს აპატურაი

საქართველოს ნატოს ყოველდღიურ დღის წესრიგში მაღლა დგას.მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი რჩება ძალაში, არანაირ ცვლილებას არ ველოდები- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაი ელოდება, რომ ვილნიუსის სამიტზე ფოკუსირება მოხდება ნატო-ს თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე.

"ვილნიუსის სამიტზე მე ველი, რომ ფოკუსირება მოხდება ნატო-ს თავდაცვის გაძლიერებაზე. მეორე საკითხი, ეს არის უკრაინა და მისადმი მხარდაჭერის გაძლიერება და როგორ ფორმას მისცემენ პოლიტიკურ ურთიერთობას უკრაინისადმი. მესამე საკითხი იქნება თანამშრომლობა აზია წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. მეოთხე, ეს იქნება, რომ ყველა ჩვენგანი ელოდება შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ამ მიმართულებით თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ასევე, ველი არსებით გადაწყვეტილებებს ნატო-ს მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის ინოვაციებს, ტექნოლოგიებს, ენერგო უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებას, კიბერ და ჰიბრიდულ თავდაცვას.

რაც შეეხება ასპირანტ ქვეყნებს, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნატო ს ყოველდღიურ დღის წესრიგში მაღლა დგას. ყველა ტიპის შეხვედრაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჩართულობაზე და რუსეთის ნეგატიურ გავლენებზე სამეზობლოზე. გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ საქართველოსთან თანამშრომლობა. ვიცი, რომ წინ ბევრი დისკუსია გველის ამ მიმართულებით. რაც შეეხება პოლიტიკურ ენას ღია კარის მიმართულებით მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი რჩება ძალაში. არანაირ ცვლილებას არ ველოდები,"-განაცხადა აპატურაიმ.

დღის ამბები