15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
NDI - ის ახალი კვლევის შედეგები - გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, "ნაციონალურ მოძრაობას“ კი 5%

"ქართული ოცნება" კვლავ რეიტინგის ლიდერია. კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს? გამოკითხული ამომრჩევლების 20% ქართული ოცნების მხარდაჭერას აფიქსირებს. 5% ნაციონალურ მოძრაობას ირჩევს. სხვა პარტიები - 6%. 34 % კი ამბობს, რომ ხმას არცერთ პარტიას მიცემდა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნისთვის რეიტინგში პარტიის ლიდერობა მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ამ მონაცემის მიუხედავად, მამუკა მდინარაძე კვლევაში არსებულ შეუსაბამობებზე საუბრობს.

რეიტინგში 5%-ით კმაყოფილია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი ღიად არ აფიქსირებს, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს. მათი უმრავლესობა კი, ხაბეიშვილის მტკიცებით, ოპოზიციის მხარდამჭერია.

კვლევის მიხედვით, მცირეა სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობაც. მათ ჯამში 6% აირჩევს. ოპოზიციაში აღიარებენ, რომ ამომრჩევლებთან უფრო მეტი სამუშაო აქვთ.

ოპოზიციური პარტიებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას, კვლევის კიდევ ერთი პუნქტი აჩვენებს. 61% ფიქრობს, რომ ოპოზიცია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. 47% აქვს ამ მაჩვენებელში "ქართულ ოცნებას.

საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას. 54% აზრით, საქართველოს ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს. ევროკავშირის წევრობა კი, 82% სურს. 73%-თვის მისაღებია საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. ამ მაჩვენებლების მიუხედავად, გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. პოლიტიკოსების შეფასებით, კვლევის მთავარი გზავნილები, ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს.

NDI-იმ საქართველოს მოქალაქეებს ინსტიტუტების საქმიანობაც შეაფასებინა. რეიტინგის სათავეში პრემიერ-მინისტრია, მის საქმიანობას დადებითად საერთო ჯამში 61% აფასებს. 17%-ისთვის არის დამაკმაყოფილებელი პრეზიდენტის საქმიანობა. უფრო ნაკლები, 13% აფასებს საკანონმდებლო ორგანოს დადებითად. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ცდომილებების მიუხედავად კვლევაში მაინც აისახა საზოგადოებაში არსებული განწყობები.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს. გამოკითხული ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები: ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.

დღის ამბები