15 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ინსტრუმენტი, რომლის მიზანია დაბნეულობის შემოტანა, მას ჰქვია პროპაგანდა, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ეს ორი კვლევა [NDI, IRI] აცდენილია რეალობას - შალვა პაპუაშვილი

NDI-ის და IRI-ის კვლევები სამწუხაროდ, იქცა მანიპულაციის გარკვეულ ტერმინად. ინსტრუმენტი, რომლის მიზანიც არის დაბნეულობის შემოტანა, ამას ჰქვია პროპაგანდა ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში" განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ტრადიციად ჩამოყალიბდა ის, რომ ეს ორი კვლევა აცდენილია რეალობას.

მისი თქმით, პოლიტიკური რეიტინგები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათი გადამოწმება შესაძლებელია, ვინაიდან არჩევნები ტარდება. 

"უნდა დავფიქრდეთ უპირველეს ყოვლისა ამ კვლევების მიზნებზე, ისტორიაზე და ამოცანებზე. NDI-ის და IRI-ის კვლევები უკვე სამწუხაროდ, იქცა მანიპულაციის გარკვეულ ტერმინად. მე ძალიან ვწუხვარ რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გაუფასურება მათ შორის ამერიკის დახმარების საქართველოს მიმართ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 30 წელია გრძნობს. ასეთი მანიპულაცური კვლევები აკნინებს ქართველი ამომრჩევლების თვალში ამ დახმარებას. საქმე 2 ამერიკულ ორგანიზაციასთან გვაქვს, რომლებიც არც საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით აკეთებენ ამას და არც ოპოზიციასთან - არის უცხოური ორგანიზაცია, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის შიგნით ატარონ პოლიტიკური კვლევები  და აქვეყნონ - რას ემსახურება ეს?! ის ხარჯები, რომლებსაც ეს კომპანიები წევენ აისახება საქართველოს დახმარებად, რომელიც დუკითხავად კეთდება. მათ არავინ ენდობა და რა დანიშნულება აქვს ამ კვლევას?! უკვე ეპითეტად იქცა NDI-IRI-ის კვლევა, როგორც არაობიექტური და საბოლოო ჯამში, ერთადერთი რასაც ეს იწვევს არის საზოგადოებაში დაბნეულობის გამოწვევა. ასევე, იწვევს დესტრუქციული დღის წესრიგის შემოტანას. ინსტრუმენტი, რომლის მიზანიც არის დაბნეულობის შემოტანა - ამას ჰქვია პროპაგანდა. შესაბამისად, სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს ამ კვლევებს, ტრადიციად ჩამოყალიბდა რომ ეს ორი კვლევა აცდენილია რეალობას და ეს მტკიცდება. 

პოლიტიკური რეიტინგები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათი გადამოწმება შესაძლებელია, ვინაიდან არჩევნები ტარდება. 

რამდენჯერ იყო უკვე შეცდომა მათი მხრიდან დაშვებული - 2012 წლის არჩევნების წინ, თუ არ ვცდები NDI-ის კვლევა იყო, სადაც რადიკალური აცდენა იყო. ასეთი უხეში შეცდომების გამეორება უკვე განზრახვაა,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 



 

 

 

დღის ამბები