"ვივამედის" დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა. ჩხაიძის თქმით, იმ სივრცეში, სადაც პატიმარი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს - "არ დგას იქ არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს, მაგიდა" :
"საშუალო მედპერსონალის და თავად მისი გადმოცემით დაკარგა წონასწორობა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობდა, მე მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა.
ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით, მიუხედავად არაერთი საუბრისა და და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება და ისევ მოაქვთ იგივე კალორაჟის შემცველი საკვები" - ამბობს ჩხაიძე TV იმედთან.