15 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ახლა ოპოზიციას რისი მცდელობაც აქვს არის ის, რომ ამ გამოძიებაში ჩარევა მოხდეს - ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ე.წ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნით, მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს წინასწარ გავრცელდეს ის მასალები, რომლებიც გამოძიებას საქმის სხვა ფიგურანტებზე გასვლაში დაეხმარება.

"ახლა ოპოზიციას რისი მცდელობაც აქვს არის ის, რომ ამ გამოძიებაში მოხდეს ჩარევა და გარკვეულ წილად მოხდეს იმ მასალების წინასწარ გამჟღავნება, რაც ხელს უწყობს გამოძიებას საქმის სხვა ფიგურანტებზე გასვლაში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები