29 აგვისტო 2026,   10:58
ვრცლად
პროექტი "ჩვენი ჯარი" გრძელდება - თავდაცვის ძალების წარმომადგენლები თბილისის 36-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

პროექტი "ჩვენი ჯარი" გრძელდება - თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისის 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და სამხედრო ისტორიის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, თავდაცვის ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტს "ჩვენი ჯარი" თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები