15 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
არახამიას განცხადება არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და მცდელობა, შეიტანოს შუღლი ქართულ საზოგადოებაში - ეკა სეფაშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის, "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ დავით არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევა. ეკა სეფაშვილი ვარაუდობს, რომ მას შეთანხმება აქვს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში შუღლი გააღვივოს.

"არახამიას განცხადება არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და, ამასთანავე, მცდელობა, რომ შეიტანოს შუღლი ქართულ საზოგადოებაში მისი იმ განცხადებით, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს. ეს არის ოპოზიციის ნარატივი - როგორც ჩანს, ოპოზიციასთან აქვს შეთანხმება და ცდილობს მათ მსგავსად საზოგადოებაში არეულობა შემოიტანოს და, გარდა ამისა, უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. მე ვფიქრობ, ცოტა უცნაურია, როდესაც მისი ქვეყანა ასეთ მძიმე ომშია ჩართული და იცლის საქართველოსთვის და მისი საშინაო საქმეებისთვის,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ცნობისთვის, რადას ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. პარალელურად, არახამია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს მთავრობა არ იმსახურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები