15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ცვლილებით, "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს" - ანა წითლიძე ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მმართველი გუნდის ოპონენტები ცვლილებებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ადმინისტრაციის ერთპიროვნულად დაკომპლექტების მცდელობაში სდებენ ბრალს. 

ოპოზიცია აკრიტიკებს იმ საკითხსაც, რომ თუ მმართველი გუნდის ინიცირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ცესკოს ახალ თავმჯდომარეს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. 

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით "ქართული ოცნება" მცირე შანსსაც არ ტოვებს იმისას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები იყოს დამოუკიდებელი.   

"მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს და მაშინ როდესაც, მთელი ძალისხმევა ხელისუფლების მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, ქართული ოცნება ფაქტობრივად, საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს,“ - აცხადებს ანა წითლიძე.

განცხადება გააკეთა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება, რათა კანონპროექტის კანონად გადაქცევას ხელი შეუშალოს. 

"პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინებით და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. მე მსურს, მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, განიხილოთ თქვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევისთვის ხელის შესაშლელად,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები