15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
რუსეთი დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

ზარქუა აღნიშნავს, რომ თუ ფრენები აღდგება და სავიზო რეჟიმი გაუქმდება, მისასალმებელი იქნება და იქვე დასძენს, რომ ამით იმ მოცემულობას, რომ ოკუპანტია და ქვეყნის მტერი, ვერ შეცვლის.

"რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის აღდგენას, სააკაშვილი, იცით, რომ პირველი იყო, ვინც გააუქმა შეზღუდვა და უვიზო მიმოსვლა დააწესა, ამას საპასუხო არ მოჰყოლია, რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ უწევთ ოჯახებით ჩამოსვლა ხან ერევნის, ხან აზერბაიჯანის, ხან თურქეთის გავლით. გარდა იმისა, რომ ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, დისკომფორტია. ის, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს საქართველოში დაბრუნება, დღეს რუსეთის მოქალაქეები ისედაც ლარსიდან უპრობლემოდ გადმოდიან მანქანით, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა და იცით თქვენ ამის შესახებ, ამიტომ შემდეგი ნაბიჯი იქნება კარგი რუსეთის მხრიდან, რომ აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომ ოსეთი დააბრუნოს", - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები