პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პარტიაში არაფორმალური მმართველების გაძლიერებას და არსებობას გულისხმობს.
ბოტკოველი აცხადებს, რომ ადეიშვილს, პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა იცავდეს.
მისივე თქმით, მელიამ ვერ შეძლო ახალი პარტიის შექმნა და ახლა ცდილობს დააზიანოს "ნაციონალური მოძრაობა".
"ეს იყო ჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი საღამო "ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორ უნდა მოინდომო, ან რამ უნდა გაიძულოს, რომ ის პარტიაზე, რომელშიც 8-9 წელია ხარ, იჭორაო, ის პარტია ლანძღო და შეურაცხყოფა მიაყენო ყველა იქ მყოფ ადამიანს. რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს- მე რომ რამე ვთქვა, ნიკა მელია უნდა იცავდეს ადეიშვილს ჩემგან, იმიტომ, რომ სწორედ ზურა ადეიშვილი იყო, როგორც ვიცი, რომელიც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს. მე ზურაბ ადეიშვილის პარტიაში ჩართულობა არ გამიგია, ის წასულია უკვე რამდენი წელია ქვეყნიდან.
იმდენი ადამიანი ჩამოთვალა უკვე მმართველებში, მგონი ეშლებათ, ეს არაფორმალური კი არა გუნდური მმართველობა გამოდის. როგორც ჩანს სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს იქ არ მიყვებიან ადამიანები და ცდილობს მაქსიმალურად დააზიანოს "ნაციონალური მოძრაობა","-აცხადებს გიორგი ბოტკოველი.