15 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
სტრასბურგის უარი მიხეილ სააკაშვილს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებები

მას შემდეგ, რაც საქმეზე "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლომ, ყოფილ პრეზიდენტს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა, პატიმარი პაციენტის ადვოკატები სამართლებრივი არგუმენტების წარდგენას, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გეგმავენ.

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას, როგორც მმართველმა ძალამ ისე, ოპოზიციამ პატივი სცენ. 

"ეს არის პირველადი გადაწყვეტილება და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და არ მოახდინონ ამ გადაწყვეტილების ირგვლივ სპეკულაცია, რასაც ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვუყურებთ როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს საქმე უნდა დაიცალოს პოლიტიკური კონტექსტიდან და განხილული იქნას მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში,"-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

დღის ამბები