15 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ვითარება ენმ-ში - "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიას მორიგი განცხადება მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის გუნდი აკონკრეტებს, რომ პარტიის რაიონულ არჩევნებში კეზერაშვილსა და მერაბიშვილთან ერთად, ზურაბ ადეიშვილიც აქტიურადაა ჩართული. ამბობენ, რომ არჩევნები ფიქტიურია და ის სამეულს პარტიული გადატრიალების მორიგი სცენარისთვის სჭირდებოდა. ნიკა მელიას თანამოაზრეები მითითებების მიუხედავად, პარტიიდან წასვლას არ აპირებენ და მოქმედ მენეჯმენტს დროებით დაჯგუფებას უწოდებენ. დღეს ისინი მოქმედი თავმჯდომარის იმ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, ხაბეიშვილი ადეიშვილს არასდროს შეხვედრია.

ხაბეიშვილის ეს პათოსი დღეს მისმა მომხრეებმაც გაიზიარეს, მათთვის მელიას თანამოაზრეები უკვე პარტიის ფორმალური წევრები არიან. თავმჯდომარის გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" ჩრდილოვანი მმართველები მათმა მოწინააღმდეგეებმა გამოიგონეს. 

შიდა დაპირისპირება, რომელიც უკვე დიდი ხანია, პარტიის გარეთ გამოვიდა და ​უფრო და უფრო მწვავდება, ოპოზიციონერ კოლეგებში განსხვავებულ განწყობებს იწვევს. ზოგიერთისთვის "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მმართველები ამ პარტიის ბუნებრივი კომპონენტია, ზოგი კი ამას მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს.

"ნაციონალური მოძრაობიდან" რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი არც არასდროს წასულან, ამაზე საუბრობენ ""ქართულ ოცნებაშიც. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ახლა შეჯიბრი ქვეყნის არეულობისთვის საჭირო რესურსების დასაკუთრებაზე მიდის.

ვინ არის გუნდში დროებითი - "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თუ ყოფილი თავმჯდომარის გუნდი? - მხარეებს შორის საკითხი ახლა ასე დგას. ახალი მენეჯმენტი მართავს, თუმცა ნიკა მელიას ფლანგი მათ შესაცვლელად იბრძვის.

დღის ამბები