მორიგი დაპირისპირება ოპოზიციში - პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს აკრიტიკებს. ჩარკვიანი მელიასა და დეკანოიძეს ფსევდო ოპოზიციად მოიხსენიებს და მიხეილ სააკაშვილის ღალატში ადანაშაულებს.
ჩარკვიანი მელიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, ის "კანონი და სამართლის" ლიდერს მერაბიშვილისა და კეზერაშვილის რუპორად ასახელებს.
"რას არ მოესწრები პოლიტიკაში?! თაკო ჩარკვიანს რომ ეტყვი, მერაბიშვილის და კეზერაშვილის რუპორი ხარო... კგბ-ს ოპერგამომომძიებელი იყო მელია, შემდეგ ადეიშვილის სააღსრულებო ბიუროს უფროსი. მე მიყვარს ფაქტებით საუბარი, არ მჯერა ამ ბიჭის მე და რა გავაკეთო?!
პოლიციის დიდი ქუდის თავზე ჩამომხობა და სათვალის ჩამოკოსება ცხვირზე რომ ჭკუას მატებდეს, ხატიას უთუოდ შეეტყობოდა. მერაბიშვილის კადრი იყო, ხმას არ იღებდა, უპირობო შემსრულებელი იყო," - ამბობს თაკო ჩარკვიანი.