15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია ევროპაში - ტინი კოქსი

სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია ევროპაში, ეს მისთვის მსოფლიო საზოგადოებაში როდესმე დაბრუნების ერთადერთი გზაა ,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა ​რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

"მონაწილე ქვეყნები სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ ურყევ სოლიდარობას, რომ ჩვენ არ მივცემთ აგრესორ სახელმწიფოს უფლებას დაანგრიოს ევროპის მულტილატერალიზმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას და ვფიქრობ, რომ სიგნალი მკაფიო იქნება კრემლისთვის. არ არსებობს გზა, რომელიც შეგვაჩერებს. ეს სწორედ რუსეთია, რომელმაც უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული აქვს ევროპაში. მხოლოდ ეს გზა რჩება რუსეთისთვის დაუბრუნდეს საერთაშორისო საზოგადოებას. ვფიქრობ აქ გაჟღერდება ძლიერი განცხადებები სოლიდარობაზე და ძლიერი განცხადება იმაზე რომ ის, ვინც დაიწყებს ომს, ადრე თუ გვიან პასუხისგებაში მიეცემა, მათ შორის რუსეთიც," - განაცხადა ტინი კოქსმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს ხვალ სიტყვით მიმართავს.

 

დღის ამბები