საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. დიდ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე, თითქმის, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ორფენიანი ასფალტის საფარი იგება.
ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. აქამდე, ადგილობრივ მოსახლეობას, გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს აღწევს.