15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
მელია რომ აქამდე არ ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას", მის უთავმოყვარეობაზე მეტყველებს - კობახიძე

"ნიკა მელიამ წააგო თავმჯდომარის არჩევნები. რადიკალური დაპირისპირებაა კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ხაბეიშვილის ფრთასა და მელიას ფრთას შორის. მელია რომ აქამდე არ ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას", მის უთავმოყვარეობაზე მეტყველებს. ეს არის ცალსახა, ასე მგონია,"- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს, კობახიძის შეფასებით, პარტია კიდევ მეტად დაიშლება.

"თავიდან პარლამენტში "ნაცმოძრაობა" შემოვიდა 36 დეპუტატით და თუ არ ვცდები ახლა დარჩენილი ჰყავთ 20 დეპუტატი. პირდაპირპროპორციულია მათი კლება საპარლამენტო ფრაქციაში იმ კლებასთან, რაც მათ რეიტინგებში აღინიშნება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ იგივე 19 პროცენტიდან "ნაცმოძრაობა" ჩამოვიდეს ერთნიშნა მაჩვენებელზე 2024 წლის არჩევნებისთვის, რაც გზას გაუხსნის ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესასვლელად. რეალურად მელიამ იცის, რომ შანსები არ აქვს. გაიმარჯვა კეზერაშვილის ფლანგმა "ნაციონალურ მოძრაობაში". აქედან გამომდინარე კიდევ ერთი მარცხის გამოვლა მას არ უღირს, ამიტომ მისი ხალხი არ მონაწილეობს რეგიონულ არჩევნებში. აქ მაინც ეყოთ როგორც ჩანს გონივრულობა. მთავარი არის, რომ ეს დაშლის პროცესი გრძელდება და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,"-აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები