27 აგვისტო 2026,   00:19
ვრცლად
რამდენიმე საათში, კახეთში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება

რამდენიმე საათში, ყვარელში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. 17 დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. მათი ნაწილი თბილისში, ნაწილი საგარეჯოში ნაწილი კი, ყვარელშია.

დაკავებულები თბილისში გუშინ, გვიან ღამით გადმოიყვანეს, მათ შორის არის ელენე ხოშტარია.

დაკავებულები არიან, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დიმიტრი ჩიქოვანი და ლაშა ფარულავა. ყვარელში აქცია გუშინ ღამით დაიშალა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ წვეულება ჩაიშალა.

"რაც გუშინ კახეთში ხდებოდა, ძალიან რთული ამას ვუწოდოთ დაკავება. მაგალითისთვის, ლაშა ფარულავა, რომელიც თავად იყო მისული პოლიციის შენობასთან, რომ მოეთხოვა უკანონოდ დაკავებული აქტივისტების და პოლიტიკოსების გათავისუფლება, პირდაპირი მნიშვნელობით მოიტაცეს ტერიტორიიდან და ამ დრომდე, ჩვენთვის უცნობია სად იმყოფება ის", - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ”ანტიკორუფციული მოძრაობის” თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ.

დღის ამბები