შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების წევრებს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა ჩეხურ დელეგაციასთან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.
ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ ჩეხეთის პარლამენტის სახით, საქართველოს დიდი მხარდამჭერი ჰყავს.