15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ჩვენ, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვაპირებთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდება. 

"ჩვენ, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ მხოლოდ მშვიდობიანი გზით საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ეს არის ერთადერთი პოლიტიკა და გზა, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიერ არის მხარდაჭერილი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჩვენი ქვეყნის  მშვიდობა არ აინტერესებთ, მათი ერთადერთი ამოცანა დესტაბილიზაცია გახლავთ და ასევე როგორმე ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები