საქართველოს გულში დროებით დაკარგული აფხაზებისა და ოსების ჩახუტება ქართული სულის მქონეთა უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მამულიშვილურ საქმეში ნებისმიერი მავნებლური ინსინუაცია ე.წ. საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ყოველმხრივ ანტიქართულია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს და აზიარებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიები „ტესტავენ აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ.
აბაშიძის თქმით, ტესტავენ აზრს ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, - რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი "რუსული ნარატივია".
"უსამშობლო და საქართველოს არამეგობარი ელემენტები უშედეგოდ ცდილობენ იმის დანერგვას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ე.წ. პრორუსული დღის წესრიგია. Საქართველოს გულში დროებითად დაკარგული აფხაზებისა და ოსების ჩახუტება ქართული სულის მქონეთა უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მამულიშვილურ საქმეში ნებისმიერი მავნებლური ინსინუაცია ე.წ. საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ყოველმხრივ ანტიქართულია! აფხაზეთობას გილოცავთ! მშვიდობა და ერთობა საქართველოს!" - წერს გია აბაშიძე.