პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალადობის გამართლებაზეა გადასული. ეს განცხადება მან გივი თარგამაძის საპასუხოდ გააკეთა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ "პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ - მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს".
"ძალადობის გაპრავებაზე რომ არიან გადასულები, მოდი ისიც მოიკითხონ ამასობაში, ნახევარს რომ ამბობენ და ნახევარს არა, შემდეგ ამ დაწვას და დანაშაულებს ევროპაში რა შედეგები მოჰყვება ხოლმე და ხომ არ არის ჩვენი კანონმდებლობა და მიდგომები უფრო ჰუმანური, ვიდრე სხვა შემთხვევაში. მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული, სავარაუდო დანაშაულისთვის და გამოძიება გრძელდება გასაგებია, ალბათ სხვა შედეგებიც იქნება, მაგრამ როგორ აპატიმრებენ ასობით ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ასეთი ქმედებების ჩადენის დრო, ესეც მოიკითხონ და ნახევარ ინფორმაციას ნუ აწვდიან საზოგადოებას. ასევე, თავი დაანებონ ძალადობის გამართლებას. ისინი ცდილობენ, კონკრეტულ შემთხვევაში გაამართლონ ხოლმე ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვაში, ამ ადამიანის გამართლებასაც კი კადრულობენ, იმის მაგივრად რომ გაემიჯნონ ამ ყველაფერს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.